სალამი, მე ვარ ნატა ესიაშვილი 20 წლის. ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნეს მართვის ფაკულტეტზე. სკოლის ასაკში ჩავაბარე "სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯში" საიდანაც გავიგე სკაუტების შესახებ და უ

სალამი, მე ვარ ნატა ესიაშვილი 20 წლის. ვსწავლობ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ბიზნეს მართვის ფაკულტეტზე. სკოლის ასაკში ჩავაბარე "სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯში" საიდანაც გავიგე სკაუტების შესახებ და უკვე 5 წელია აქტიური მონაწილე ვარ. ასევე ვერთვები თითქმის ყველა ლაშქრობას,ბანაკს, ტრენინგსა თუ აქტივობას და თან ვარ 28 კაციანი ჯგუფის ლიდერი, რომელსაც ჰქვია "ზანზარიტო" _ ეს სიტყვა მოდის იტალიურიდან "ზანზარელა" და ნიშნავს ჭიანჭველას. ვფიქრობთ ჭიანჭველებივით შრომისუნარიანები და ძლიერები ვართ. ამ დროის განმავლობაში მომიწია შევხვედროდი უამრავ ადამიანს და თამამად შემიძლია ვთქვა,რომ სკაუტი სუფთაა თავისი სიტყვითა და აზრით, ასევე ტრენერების შესახებ მინდა ვთქვა, რომ ისინი ძალიან საინტერესოები არიან და ყოველი მათთან შეხვედრის შემდეგ ვხდები პროგრესული. ასევე ვერ გამოვტოვებ სკაუტინგის დამფუძნებელს და ის, რომ არა დღეს მე ამ ადამიანებს ვერც შევხვდებოდი.2015 წლის 22-23 იანვარს, ინდოეთიდან ჩამოსულმა ბატონმა Tiru Srinath _ს შევხვდით და ჩაგვიტარა ტრენინგი კომუნიკაციასთან დაკავშირეით. მონაწილეობა მივიღეთ: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორისა და სამეგრელოს ლიდერებმა. მადლობას ვუხდი გვერდით დგომისათვის ორგანიზაციის პრეზიდენტს ქ-ნ თინათინ ქოიავას, ორგანიზაციის საერთაშორისო მდივანს ქ-ნ ქეთი ფირანიშვილსა და ევრაზიის კომიტეტის თავმჯდომარეს ქ-ნ ირინა ფრუიძეს. 22-23 იანვარმა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია მოგვცა. დიდი ინტერესი გამოიწვია და სწორად დავგეგმავთ და სასურველი შედეგის მისაღებად რესურს სწორად გამოვიყენებთ. ^_^
Portrait de NataLi EsiashviLi (20462)
from Georgia, il y a 4 années
Are you sure you want to delete this?
Welcome to Scout.org! We use cookies on this website to enhance your experience.To learn more about our Cookies Policy go here!
By continuing to use our website, you are giving us your consent to use cookies.